Thursday, May 28, 2009

DSI თუ LPP

ე.ი. დამრჩა ორი მეთოდი: DSI და LPP.
DSI ანუ Diffused Surface Illumination
ეს არი მეთოდი როცა ზედაპირის განათება ხდება გვერდებიდან, ამას ჭირდება სპეციალური "ენდლაითენ" ზედაპირი რომლის შოვნაც ცოტა არ იყოს რთულიცაა და სხვებთან შედარებით ძვირიც. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ისაა რომ ამერიკაში ვერ ვნახე რომ იყიდებოდეს და აქ საიდან გავაჩინო?!
რაც შეეხება ამ მეთოდის დადებით თვისებებს:
1. არ ჭირდება ზედმეტი საფარი (სილიკონი ან რამე)
2. საგნების არმოჩენა შეუძლია (ეს არამგონია მჭირდებოდეს)
3. დაწოლის ძალის მიმართ მგრძნობიარეა (საინტერესოა, რაში გამომადგება არ ვიცი)
4. ყველაფერი კარგად ვერ გავიგე მარა რაღაც დადებითები კიდევ აქვს : )
უარყოფითები:
1. "ენდლაითენ" ღირს გაცილებით ძვირი ვიდრე ნებისმიერი სხვა ზედაპირი.
2. "ბლობებს" აქვთ ნაკლები კონტრასტი.


LLP ანუ Laser Light Plane მეთოდი:
აქ სინათლის წყარო არის ინფრაწითელი ლაზერი. მას სჭირდება სპეციალური 89 გრადუსით გამშლელი კუთხე, რომელიც ციბრტყეში შლის ლაზერის სხივს. ლაზერი უნდა იყოს ზედაპირიდან ოდნავ ზემოთ, განლაგებული კუთხეებში. სასურველია იყოს ორზე მეტი რათა არ მოდეს დაჩრდილვა.
ამბობენ რომ საშიშია თვალებისთვის მაგრამ იმასაც ამბობენ რომ ისეთი არაფერიო...

დადებითი:
1. არ ჭირდება არანაირი დამატებითი ზედაპირი (სილიკონი ან რამე)
2. ზედაპირად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმირი გამჭვირვალე საგანი (მაგალითად შუშა)
3. არ ჭირდება "ლედ ფრეიმი"
4. ადვილია ასაწყობად
5. ყველაზე იაფი მეთოდია (!)
უარყოფითი:
1. ობიექტების აღმოჩენა არ შეუძლია (რა ჩემს ფეხებად მინდა)
2. დაწოლის მგრძნობიარობა არ აქვს (ეს ჯერ ვერ გავიგე რისთვის მინდა)
3. გადაჩრდილვები შეილება მოხდეს (თუმდა თუ 4 ლაზერი გაქვს ყველაფერი რიგზეა)

მოკლედ ორივე კაი მეთოდია და ვერ ამირჩევია რომელი გამოვიყენო...
თუმცა სანამ ფული მექნება მაქვს მაგაზე საფიქრელად დრო : ))

IR LED

ჰო აი ეს ვიპოვე, ინფრარედ განათებისთვის, LED028
ჯერ ვერ დავადგინე ტალღების სიგრძეები რა განსხვავებას იძლევა, ალბათ ფილტრისთვის აქვს მნიშვნელობა, სხვა დიდი განსხვავება არამგონია იყოს...

არა და ეს DI მეთოდი არ მუშაობსო LCD დისპლეის შემთხვევაშიო, მარა რა ვიცი, სად ვიშოვო Endlighten?!
მოკლედ პრობლემების წინაშე ვდგავარ და განვაგრძობ ძიებას...

თუმცა ალბათ მაინც ვცდი DI-ს

Wednesday, May 27, 2009

ჰოო ეს არ დამავიწყდეს კიდე

რაღაც საიტია, მულტი თაჩის სოფტებია : )
კი გადმოვწერე მარა ჯერ არ გამომადგება და გამოყენების დრო რო მოვა ვერ ვიპოვი ხო ვიცი : )

ასე რომ http://ccv.nuigroup.com/


აქ არის კიდე საინტერესო რაღაცეები რაც დეველოპმენტს შეეხება: http://nuigroup.com/

PlayStation 3 Eye

მულტი თაჩისთვის იყენებენ პლეისთეიშენ სამის თვალს. ყველაზე მოსახერხებელი კამერააო და ა.შ.
ამაზონზე მოვნახე PlayStation 3 Eye და ღირს 32 დოლარი, გუშინ ვიკითხე კიდობანში და 220 ლარი მომიხიეს, რა კარგი სხვაობაა : ))

თანაც ამირიკის გარეთ ნაწარმოები კამერები არც ისე მოსახერხებელი ყოფილა, ასე რომ ამერიკულის ყიდვა ჯობია ყველა ვარიანტში
აი რატო ჯობია ამერიკული