ე.ი. დამრჩა ორი მეთოდი: DSI და LPP.
DSI ანუ Diffused Surface Illumination
ეს არი მეთოდი როცა ზედაპირის განათება ხდება გვერდებიდან, ამას ჭირდება სპეციალური "ენდლაითენ" ზედაპირი რომლის შოვნაც ცოტა არ იყოს რთულიცაა და სხვებთან შედარებით ძვირიც. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ისაა რომ ამერიკაში ვერ ვნახე რომ იყიდებოდეს და აქ საიდან გავაჩინო?!
რაც შეეხება ამ მეთოდის დადებით თვისებებს:
1. არ ჭირდება ზედმეტი საფარი (სილიკონი ან რამე)
2. საგნების არმოჩენა შეუძლია (ეს არამგონია მჭირდებოდეს)
3. დაწოლის ძალის მიმართ მგრძნობიარეა (საინტერესოა, რაში გამომადგება არ ვიცი)
4. ყველაფერი კარგად ვერ გავიგე მარა რაღაც დადებითები კიდევ აქვს : )
უარყოფითები:
1. "ენდლაითენ" ღირს გაცილებით ძვირი ვიდრე ნებისმიერი სხვა ზედაპირი.
2. "ბლობებს" აქვთ ნაკლები კონტრასტი.
LLP ანუ Laser Light Plane მეთოდი:
აქ სინათლის წყარო არის ინფრაწითელი ლაზერი. მას სჭირდება სპეციალური 89 გრადუსით გამშლელი კუთხე, რომელიც ციბრტყეში შლის ლაზერის სხივს. ლაზერი უნდა იყოს ზედაპირიდან ოდნავ ზემოთ, განლაგებული კუთხეებში. სასურველია იყოს ორზე მეტი რათა არ მოდეს დაჩრდილვა.
ამბობენ რომ საშიშია თვალებისთვის მაგრამ იმასაც ამბობენ რომ ისეთი არაფერიო...
დადებითი:
1. არ ჭირდება არანაირი დამატებითი ზედაპირი (სილიკონი ან რამე)
2. ზედაპირად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმირი გამჭვირვალე საგანი (მაგალითად შუშა)
3. არ ჭირდება "ლედ ფრეიმი"
4. ადვილია ასაწყობად
5. ყველაზე იაფი მეთოდია (!)
უარყოფითი:
1. ობიექტების აღმოჩენა არ შეუძლია (რა ჩემს ფეხებად მინდა)
2. დაწოლის მგრძნობიარობა არ აქვს (ეს ჯერ ვერ გავიგე რისთვის მინდა)
3. გადაჩრდილვები შეილება მოხდეს (თუმდა თუ 4 ლაზერი გაქვს ყველაფერი რიგზეა)
მოკლედ ორივე კაი მეთოდია და ვერ ამირჩევია რომელი გამოვიყენო...
თუმცა სანამ ფული მექნება მაქვს მაგაზე საფიქრელად დრო : ))
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment